logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „შევიწროების“ საკითხი აშკარად დასახვეწია!
- +

29 მარტი. 2018. 02:11



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შევიწროების" საკითხი აშკარად დასახვეწია:

 

1. წინასწარი განზრახვით შევიწროებული იქნება უპირატეს პოზიციაზე, თუ ვითარების გამო შევიწროებული?

 

2. როგორ ჩატარდება ექსპერტიზა, საგამოძიებო ექსპერიმენტით, თუ მხოლოდ ზეპირი მოსმენის საფუძველზე?

 

3. როგორ დადგინდება ეჭვმიტანილის განზრახვის საბოლოო მიზანი?

 

4. დაზარალებულს ჩაუტარდება თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა, შევიწროების ხარისხის დასადგენად?

 

5. ეჭვმიტანილს ჩაუტარდება თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა, მისი შეიარაღების შესაძლებლობის დასადგენად?

 

6. იქნებ საერთოდ ვერ ავიწროებს და ე.წ. ჰაეროვანი განზრახვა, მხოლოდ ჯარიმით განისაზღვროს.

 

7. მიღებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიამ უნდა მოიწონოთ, თუ სხვა უფრო კომპეტენტური უცხოური ორგანიზაცია გაგვიწევს დახმარებას?

 

და კიდევ სხვა მრავალი საკითხი, რომლებიც მრავალწლიან დაძაბულ და მუხლჩაუხრელად შრომას მოითხოვს", - წერს გაბრიჭიძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner