logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიხლაძე კახა კალაძეს: მართლა თბილისის ბიუჯეტით გაქვთ მილანური ვარცხნილობა?
- +

29 მარტი. 2018. 02:24


 

„ბატონო კახა, ახლა რეალურად თქვენ მილანური ვარცხნილობა გაქვთ თბილისის ბიუჯეტით? როგორც ჩვენთვის არის ცნობილი თქვენ ხელფასს საერთოდ არ მოიხმართ, რომელიც გერიცხებათ და ქველმოქმედებაში ხარჯავთ, მაგრამ თქვენი ოპონენტები ბრალს გდებენ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობთ მილანში და თანხას იგივე სტილისტთან იყენებთ... ვფიქრობ, გადამოწმებად მაინც ღირს?", - ამ შეკითხვით მიმართა ტელეწამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ დედაქალაქის მერს გადაცემაში „პირისიპირ", რაზეც კახა კალაძემ მიუგო:


„არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, საკუთარ თავზე, როდესაც საქმე ეხება ადამიანების დახმარებას, არც ახლა არ გავაგრძელებ... უბრალოდ სამარცხვინო და უტიფარი იყო, განცხადებები, რომელიც კონკრეტული დეგრადირებული პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინე, ამიტომ თავს შევიკავებ ამაზე რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კახა კალაძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner