logo_geo
eng_logo
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი შესაძლოა შურისძიება გახდა
- +

22 თებერვალი. 2016. 22:27



კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე, რომლის შედეგადაც მოკლულია 35 ქალი და დამწვარია მისი 3 წლის შვილი, გამოძიება შესაძლოა შურისძიების მოტივს განიხილავდეს.


ცოტა ხნის წინ შსს-მ რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ძარცვის ვერსია ოფიციალურად გამოირიცხა, რადგან ფული და ოქროულობა შემთხვევის ადგილზე ხელუხლებელია.


შეგახსენებთ, რომ დღეს დღის 12:00 საათზე ფონიჭალაში ადგილობრივებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ყელგამოჭრილი ქალი და მისი 3 წლის შვილი იპოვეს, რომელიც დამწვარი იყო.


როგორც ცნობილია მოკლული ქალის მეუღლე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება, თუმცა ის არც ეჭვმიტანილი და არც ბრალდებული არ არის. ცოლ-ქმარს კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, რომელიც მკვლელობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სკოლაში იყო.


ჯერჯერობით უცნობია სასტიკი დანაშაულის ჩადენის ზუსტი მოტივი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner