logo_geo
eng_logo
გელა ჩარკვიანი: ყველაზე მეტად უზრდელობა მაბრაზებს!
- +

28 აპრილი. 2016. 16:26


მე გამოვიარე და გადავიტანე ისეთი ტრაგედიები და ტკივილი, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა - ეს იყო ჩემი შვილის, ირაკლის სიკვდილი, ჩემი მეუღლის ნანას სიკვდილი..."

PalitraNews
-ის ბლინც-ინტერვიუს  კითხვებს პასუხობს დიპლომატი  გელა ჩარკვიანი:

ტყუილი გამართლებულია, როცა...


- ხშირად სიმართლით შეიძლება ადამიანს ავნო, გული ატკინო, ამიტომ ჯობია, ზოგჯერ ტყუილი უთხრა. მაგალითად, ქათინაური, საერთოდ, ტყუილთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ხომ ვეუბნებით ხალხს
. რატომ? იმიტომ, რომ გვინდა, ვასიამოვნოთ.

რამ შეიძლება გამაბრაზოს?


- ყველაზე მეტად მაინც უზრდელობა მაბრაზებს, გაუზრდელ ადამიანთან კონტაქტს ვერიდები, არც რჩევა ჭრის და არც დარიგება, ეცდება, მაგრამ ვერ შეიცვლება.


ადვილად პატიობთ ადამიანებს?


- არ ვიტოვებ გულში წყენას, თუ მეწყინა, იმასაც ძალიან ადვილად ვაპატიებ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დამიშავოს ადამიანმა ისეთი, რომ მოვიძულო. საერთოდ, ცხოვრებას არ ვუყურებ ისე სერიოზულად, რომ არ ვაპატიო ადამიანებს.


მოვლენა, რომელმაც შემცვალა...


- მე გამოვიარე და გადავიტანე ისეთი ტრაგედიები და ტკივილი, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა - ეს იყო ჩემი შვილის, ირაკლის სიკვდილი, ჩემი მეუღლის ნანას სიკვდილი... ამ ტრაგედიების შემდეგ ფასი დაეკარგა ცხოვრებას, რეალობა იქცა ილუზიად, ალბათ, ასე უფრო ადვილია გადაიტანო ტრაგედია, რადგან თუ ეს რეალობა ნამდვილი არ არის, მაშინ არც სიკვდილია ნამდვილი.


სიმშვიდე ჩემთვის...


- ყველაზე მშვიდად ვიყავი მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩემთან იყო. ამ დროს ვგრძნობდი, რომ ჩემ
გვერდით დაცულები იყვნენ, აი, ეს მაძლევდა ყველაზე დიდ სიმშვიდეს. ახლა მშვიდად ვარ, როცა ჩემი შვილიშვილი, პატარა ნანაა ჩემთან, ვსაუბრობთ, ვასწავლი ბევრ რამეს...

ცხოვრების მთავარი შეხვედრა...


- შეხვედრა ჩემს მეუღლესთან, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, როდის ნახე პირველად შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ეს იყო 20 მაისი, 1958 წელი, ზემელი... მახსოვს, ვისთან ერთად შემხვდა, როგორ შემომხედა, როგორ გამიღიმა.

ვნანობ...


- არაფერს ვნანობ... იმიტომ, რომ ნაბიჯები, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ვდგამდი, დღეს, როცა ვუყურებ რეტროსპექციაში, მაინც მიმაჩნია, რომ სწორი იყო.ასე რომ, გლობალურს და მნიშვნელოვანს არაფერს ვნანობ.

ახალი თაობა...


- ეს არის ახალგაზრდობა, რომელსაც სულ სხვა საშუალებები აქვს მიცემული, დღევანდელმა ახალგაზრდობამ გაცილებით მეტი იცის... ჩემი თაობის ხალხს ჰგონია, რომ იმდროინდელმა ახალგაზრდობამ მეტი იცოდა, უფრო განათლებული იყვნენ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი ასე, არაჩვეულებრივი თაობაა, განვითარებული და საამაყო.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...


- თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას ისევ იმ სისტემაში, სადაც დავიბადე? ალბათ, იცით, რომ დავიბადე ძალიან პრივილეგირებულ ოჯახში. მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, პირველი პირი იყო საქართველოში, მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმ ცხოვრებისა, პირდაპირ გეტყვით - ნეტავ დავბადებულიყავი ამ დროში! 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner