ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2"-ს რა დაემართა? „იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში" გადის ტიტრებით! ან იმ „ნატრულის" არ ეშინიათ, ან სხვების?
არა, რაღაცაშია საქმე:
1. ინგლისურს რომ გვასწავლიდნენ ტიტრებიანი ფილმებით, ხომ გახსოვთ, ახლა რუსულს გვასწავლიან?
2. მაგათ პუტინის სურათიც ექნებათ, მიშას სურათის უკან მიბეჭდილი და მალე „კურიერს" კირილოვი და ჩელებოვა წაიყვანენ. უცხოეთის ამბებს კი ფარად სეი ფულმულიუკოვ ნიკურაძე გაგვაცნობს...
ისე რას ნიშნავს იმიჯი, სანამ 25 წლის ვედენეევას არ გამიჩითავენ, მანამდე გული არ შემომიბრუნდება (ოღონდ ხრიუშას როლში გვარამია და კარკუშას როლში ჯულიეტოვნა არ დამანახონ", - წერს გაბრიჭიძე.