საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გურამიშვილმა თავისი დროის შესაბამისად მოახდინა დიფერენციაცია:
„აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?"
ვატო შაქარიშვილი, შენ 21-ე საუკუნის შესაბამისად მოიქეცი!
კოჰაბიტაცია - ამ მავნე და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ელემენტებმა სისუსტედ ჩაგვითვალეს.
მერეც ღირსეულად მოიქეცი!
წლების მანძილზე ენის ჩლექით საუბარი არ უნდა მოძალადე, კასტილიანი რეჟიმის შემოქმედებთან, რომლებსაც 1 ბოდიშიც კი არ მოუხდიათ წამლად, მთელი ამ ხნის მანძილზე", - წერს ჩრდილელი.