ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.
„ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას და ახლა მადლობა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის", - განაცხადა უწმინდესმა.
დღევანდელ მსახურებაზე ტაძარში ასევე ფეხთბანვის წესი შესრულდა, რომლის დროსაც უწმინდესმა 12 მღვდელთმთავარს ფეხი დაბანა.
დღესვე 19:00 საათზე ყოვლადმინდა სამების საკათედრო ტაძარში 12 გზის ვნების სახარებას წაიკითხავენ, რომლის დროსაც სასულიერო პირები წმინდა სახარებიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ.