logo_geo
eng_logo
კემეროვოში ხანძრის დროს დაკარგული სამი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა
- +

29 მარტი. 2018. 15:56




რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაკარგული სამი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა.


„სამი ადამიანი, რომელიც კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მის ნათესავებს დაკარგული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რის შედეგადაც 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა. ჯერჯერობით მხოლოდ 27 ადამიანის ცხედარია ამოცნობილი.


გამოძიება ხანძრის გაჩენის ორ ვერსიას - მოკლე ჩართვასა და ცეცხლის განზრახ გაჩენას განიხილავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner