logo_geo
eng_logo
შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეეფარდა
- +

29 მარტი. 2018. 16:44



მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კანონიერ ქურდს" შაქრო კალაშოვს („შაქრო მალადოი") რესტორან „Elements"-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვის გამო, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


კალაშოვის დაცვის მხარე თენგიზ პაპასკუა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან თვლის, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner