მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კანონიერ ქურდს" შაქრო კალაშოვს („შაქრო მალადოი") რესტორან „Elements"-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვის გამო, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კალაშოვის დაცვის მხარე თენგიზ პაპასკუა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან თვლის, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.