logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ ბორკილებით დაბრუნდება!
- +

28 აპრილი. 2016. 16:30


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის გუნდმა ოდესაში კრახი განიცადა.


რა ვითარებაა უკრაინაში და რას არ აპატიებს პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „რეპორტიორს" ლალი მოროშკინა ესაუბა:


- ძალიან დიდი ხნის წინ ვაკეთებდი პროგნოზს, თუ რა მოხდებოდა უკრაინაში. სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო ჩემი გადაჭარბებული სურვილი, რომ რეალურად სააკაშვილს და მის დანაშაულებრივ გუნდს არ ჰქონოდა დიდი გასაქანი და დიდი არეალი უკრაინაში. მაგრამ კვლავ აბსოლუტურად მართალი აღმოვჩნდი, რადგან ამ ადამიანთან წლები მაკავშირებს და კარგად ვიცი მისი ქმედების არეალი. მივიღეთ ზუსტად ის სურათი, რაც მოსალოდნელი იყო. უკრაინელები გამოვიდნენ ეიფორიიდან და მიხვდნენ, რა უბედურება დაატყდათ თავს.


როგორც უკრაინაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა დააშავა ამ გუნდმა რეალურად. მე თვითონ არაერთხელ მიმიცია ინტერვიუ უკრაინული ტელეარხისთვის. სააკაშვილისთვის უკრაინა იყო სათადარიგო მოედანი, სადაც უნდა ეთამაშა იმიტომ, რომ ამერიკაში კატეგრიულად აუკრძალეს ჩასვლა, ევროპაში, ცხადია, ვერ ჩადის და ეს იყო სათადარიგო მოედანი. თუმცა, მან ვერ აჩვენა თავისი თავი, როგორც კარგი მოთამაშე. ის და მისი გუნდი მიჩვეული იყვნენ ადამიანების მცირე რაოდენობასთან ურთიერთობას. მაგალითად, როცა ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მარტივია, აიღო და ნახევარი მილიონი ციხეში ჩასვა და დანარჩენი ერი მანიპულაციის ქვეშ გყავდეს. ეს არ გამოუვიდოდათ 40 მილიონზე მეტი მოსახლეობის შემთხვევაში. ძალიან მალე მიიღეს რეზულტატი. ჩემთვის ეს იყო დროის საკითხი. ვიცოდი, რომ მაქსიმუმ 6 თვე დაგვჭირდებოდა ამისთვის.


- რა გიმტკიცებთ მოსაზრებას, რომ უკრაინაში პროცესები სააკაშვილის სურვილისამებრ არ წარიმართა?


- დღეს რეალურად ამ სიტუაციის პირველი მაჩვენებელი იყო ადეიშვილი, რომელიც გაეცალა თამაშს, როგორც ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე. მან იგივე გააკეთა საქართველოში ყოფნის დროს. როდესაც რეჟიმი ემხობა, პირველმა ადეიშვილმა დატოვა ქვეყანა და ანალოგიური ქნა უკრაინის შემთხვევაშიც. ადეიშვილმა პირველმა მიატოვა სააკაშვილის ჩაძირული გემი. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მანამდე იყო მათ შორის საუბრები. ამ საუბრებში მეც ვარ ნახსენები. ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიაზე, სადაც საუბარი იყო სანდრას წამოწევაზე. ადეიშვილის რჩევა იყო, რომ სანდრას ფაქტორი წინასაარჩევნოდ არ წამოეწიათ, რადგან მისივე თქმით, მე მრავალი სამხილი მაქვს სანდრას ქმედებზე და ამაზე ხმას ამოიღებდნენ ქალები, რომლებმაც ციხე გამოიარეს და ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდებოდათ. თუ ვინმე არის პრაგმატული და მოაზროვნე ამ გუნდში, ეს არის ზურა ადეიშვილი და ზუსტად დამტკიცდა კიდეც ამ საუბრებით და მისი ქმედებით, რომელმაც პირველმა დააღწია თავი მოსალოდნელ უბედურებას.


ჩვენ დღეს უკვე ვნახეთ ფირი, სადაც უკრაინის მოსახლეობა თავს ესხმის ქუჩაში სააკაშვილს. მან მიიღო ის, რაც დასთესა.


რეალურად, უკრაინაში ყველა მიხვდა, რომ სააკაშვილის ყვირილი და ქმედებები იყო ფუჭი. ეს ყველაფერი სააკაშვილს შავი ფულის გათეთრებისთვის სჭირდებოდა. მათი გუნდისთვის ყველაზე მძიმე არის ფულის გათეთრების თემა. ხან ვინ დაიჭირეს საზღვარზე გადმოსატანი ქეშით და ხან ვინ.


- თუმცა, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის საქართველოში კვლავ დაბრუნდება...


- „მე მაინც დავბრუნდები" - ეს არის ის, რითიც სააკაშვილი ცდილობს იმ გუნდის გამაგრებას, რაც ჯერ კიდევ შემორჩა. ეს არის გამორიცხული. ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე და თუ დაბრუნდება, მხოლოდ ბორკილებით. რაც უფრო მალე ჩაბარდება საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს, მისთვის უკეთესი იქნება. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მარტო მის დასიებულ სახეს რომ შევხედოთ, დიდი სამედიცინო გამოცდილება არ გვჭირდება, რომ მივხვდეთ - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.


სააკაშვილი უკან ექაჩება თავისი გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ჯერ ვერ მოასწრეს პოლიტიკისგან განზე განდგომა. ის აბაკუნებს ფეხებს და ყველასგან ითხოვს გვერდში დგომას, თუმცა, ვერ იღებს ადეკვატურ ქმედებას ყოფილი გუნდის წევრებისგან.


მისი ერთადერთი გამოსავალი პროვოკაციების მოწყობაა. ის ქმედებები, რომელსაც დღეს მისი გუნდის წევრები ახორციელებენ, არის პირდაპირი საბოტაჟი და მიმართულია პერსონიფიცირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რადგან, მათ კარგად იციან, რომ  სწორედ ერთმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო საქართველოს დახსნა „ნაციონალების" კლანჭებიდან. „ნაცები" ახლა, როგორც მომაკვდავი გველეშაპი, კუდის ქნევის პროცესში არიან.


- პროვოკაციებზე საუბრობთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის მოწყობას გეგმავს. გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია აღნიშნულზე?


- ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 2013 წელს მქონდა და ამაზე გავაკეთე არაერთი ბრიფინგი და მოხსენება.


სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლოს ამინისტიით გამოუშვა ყველაზე მძიმე დამნაშავეები და ამას ვაცხადებ უკვე 3 წელია. ვამბობდი, რომ თითოეულ ამ ადამიანზე უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული კონტროლი. ზუსტად ის სასტიკი დანაშაულები, რომლებიც ბოლო დროს ხდება და ყბადაღებული ამინისტია აქვთ ამოჩემებული, ეს სხვა ამინისტიაა. ეს ადამიანები არიან სააკაშვილის ამინისტიით, 2013 წელს გამოშვებულები. ამ სიაში იყვნენ პედოფილები, ყაჩაღები და მკვლელები. მე მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ტიროდნენ ციხის დირექტორები, ბავშვს გარეთ ვეღარ გავუშვებთ, ისეთი ადამიანები გამოდიან გარეთო. ეს იყო სააკაშვილის ამინისტია.


სააკაშვილის მეორე დასაყრდენს ახალგაზრდული ჯგუფები წარმოადგენენ, რომლებზეც ბევრი ფული იხარჯება. მესამე ძალა კი „ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები არიან, რომლებმაც იციან, რომ მათი კარიერა დასრულდა და დასაკარგი აღარაფერი აქვთ.


კიდევ ერთ საბოტაჟზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წელს საქართველო დიდი რაოდენობით ტურისტებს ელოდება და სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია მათ წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები: მანქანების გაფუჭება, გინება, ქუჩაში ხელით შეხება. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდე პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც და ორივე დამპირდა, რომ სწრაფ რეაგირებას მოახდენენ. სეზონი თუ ჩაგვივარდა, საქართველო წინასაარჩევნოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენს თანამოქალაქეებს საბანკო სესხები აქვთ აღებული და წინასაარჩევნოდ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი ძალიან ცუდად დააწვება სახელმწიფოს. ამიტომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტურისტული სეზონის უზადოდ ჩატარება. ნებისმიერი ტურისტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მხრიდან.  


- ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი უკრაინაში  ორგანოების ვაჭრობით არის დაკავებული. რამდენად რეალურია ინფორმაცია და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას დადასტურების შემთხვევაში?


- მუდმივად ვამბობდი, რომ ეს შეკითხვები არსებობდა ჩვენს ციხეებშიც. მამაკაცთა ციხეებში მუდმივად მიყვებოდნენ მსგავსი ფაქტების შესახებ. ასევე იყო ქალთა კოლონიებშიც, სადაც ჯანმრთელ ქალებს საშვილოსნოებს აჭრიდნენ. ეს შეკითხვები არსებობს. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ, ამ შეკიხვებს უნდა უპასუხოს ცოლ-ქმარმა!


როგორც ჩანს, უკრაინაში ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას. ერთი რამ ვიცი, როგორი ძველი მეგობარიც არ უნდა ყოფილიყო პოროშენკო სააკაშვილის, ის არ აპატიებს საკუთარი მოსახლეობის გენოციდს.


ბოლოს მინდა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტზე გავამახვილო ყურადღება. სააკაშვილის ბოლო ინტერვიუ ჩაწერილია მის სახლში. ანუ, მასთან აღარ მიდიან ბრიფინგზე ჟურნალისტები, მის ოფისში აღარ მოდიან ჟურნალისტები  და ის იძულებულია, რომ თვითჩაწერით იყოს დაკავებული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner