საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების.
„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, რამეთუ ეს გამოიწვევს მთლიანად პოლიტიკური ცენტრის თბილისში გადმოსვლას და, ფაქტობრივად, ძირითადად თბილისელებით მოხდება პარტიული სიების დაკომპლექტება. პარლამენტში ნაკლებად იქნება რეგიონების წარმომადგენლობა ასახული. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მათ ინიციატივას. რამდენად საკმარისი იქნება ეს მხარდაჭერა, ვერ გეტყვით", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.