logo_geo
eng_logo
დააკავეს მამაკაცი, რომელიც სერბეთის პარლამენტთან ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა
- +

29 მარტი. 2018. 18:59



მამაკაცი, რომელიც სერბეთის პარლამენტთან ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ის პოლიციელებს ჩაბარდა.


სერბეთის შსს-ს სახელმწიფო მდივნის ბილიან პოპოვიჩის ინფორმაციით, ბოროტმოქმედს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის პოლიციელებს პისტოლეტის მულაჟით ემუქრებოდა.


დაკავებული მამაკაცის მოტივი ამ დროისთვის უცნობი რჩება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner