ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს გურგენ დონაძეს პირდაპირ დაადეს ხელი და ბრალი დასდეს მოწმეებზე ზეწოლასა და სამხილების გაყალბებაში. რა არის ეს, თუ არა დანაშაულის დაფარვა და იმ მკვლელობებში ხელშეწყობა, რაც შემდგომში ხელისუფლების დაკვეთით და წაყრუებით ხდებოდა?! მკვლელობა, ადამიანების წამება, რეკეტი, სასამართლოს პრივატიზება, მედიის განადგურება, კორუფცია, რუსეთის ინტერესების ლობირება... - ყოველივე ამან მას შემდეგ შეიძინა უზარმაზარი მასშტაბი, რაც სააკაშვილი და მისი ბანდა დარწმუნდა, რომ ყველაფერს ისე იოლად ჩაფარცხავდა, როგორც 19 წლის ბიჭის მკვლელობა ჩაფარცხეს. ერთად მოუყარეს თავი გურგენდონაძეებს და მას შემდეგ აღარც გაჩერებულან, სისხლს სვამდნენ, კუბდარს აყოლებდნენ. მათ აპრავებდნენ გურგენ დონაძე, „რუსთავი 2" და „პირველი არხი", რომელსაც ასევე კლავდნენ და ძარცვავდნენ.
დღეს დონაძე თავისუფლად დასეირნობს და ყველა ბერკეტს ფლობს, რომ მოწმეები დააშინოს, მოახდინოს მათზე ზეწოლა და იმ მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოკლას სიმართლე.
სამაგიეროდ, ორი გრამი ნარკოტიკის გამო რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ერთ ახალგაზრდას, ხოლო ერთი გარეწარის მანქანის დაკაწვრის გამო თავისუფლება აღუკვეთეს ექვს ბიჭს.
P.S. არც ზედმეტად ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე ვარ და ვერც ბრეგაძე-სადღობელაშვილის ადვოკატად გამოვდგები", - წერს იაკობაშვილი.