logo_geo
eng_logo
ნანა ჩარკვიანი: ვერასდროს ვაჯობებ ირაკლი ჩარკვიანს!
- +

28 აპრილი. 2016. 16:25


„ნანუკას შოუში" ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა ნანა ჩარკვიანმა გულწრფელად ისაუბრა ოჯახზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ და რასაკვირველია, მამაზე. აღნიშნა, რომ რთულია, იყო „მეფის" შვილი, ვინაიდან ხშირად მისი ინდივიდი იკარგება.


მგონია, რომ მახსოვს ირაკლი, სინამდვილეში არ მახსოვს. მახსოვს მისი ხელები, დიდი ხელები ჰქონდა. სხვა მოგონებები არ მაქვს.



იმას, რომ ირაკლის შვილი ვარ, ბევრი კარგი მოუტანია, თუმცა ხშირად მოსაბეზრებელია. მოსაბეზრებელია ხალხის, ასე ვთქვათ, ყალბი დამოკიდებულება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთან მეგობრობა მხოლოდ იმიტომ ნდომებიათ, რომ ქეთათოს და ირაკლის შვილი ვარ. ასეთი მეგობრები მე არ მჭირდება- თუ არ გაინტერესებს ვინ ვარ მე? - ინდივიდი ნანა ჩარკვიანი.

ხშირად ირაკლის მეგობრები მიყვებიან ირაკლიზე.ხანდახან ადამიანები უბრალოდ მოდიან ქუჩაში და  მეუბნებიან რომელიმე მის სიმღერაზე,რომ ძალიან უყვართ. მსგავსი ელემენტარული რაღაცეები ძალიან მსიამოვნებს.

ქეთათო მაძლევს თავისუფლებას, თუმცა როგორც ყველა დედას, აქვს თავისი სიმკაცრეები.მაგალითად, სკოლაში მიღებულ ნიშნებთან დაკავშირებით, ან სახლში დაგვიანების საკითხზე.


გელა უფრო ნერვიულია, მას შეუძლია 100-ჯერ დამირეკოს და მთხოვოს, სადაც მივდივარ, იქნებ არ წავიდე.


სახლში ყველა რაღაცას მასწავლის: გელა ინგლისურს, ქეთათო უფრო ხელოვნებას, ბებია -მათემატიკას, ნათლია - რუსულს...

იყო პერიოდი, როცა მომღერლობა მინდოდა, ცეკვა მინდოდა...რამხელა ნიჭიც არ უნდა მქონდეს, მე ირაკლი ჩარკვიანს ვერ ვაჯობებ და მის სახელს ვერასოდეს მოვიშორებ, თუმცა ეს კარგიც არის.


პროფესიის არჩევა ჯერჯერობით მიჭირს. ყოველდღე მგონია, რომ უკვე საბოლოოდ ავირჩიე. თუმცა ყოველდღე მეცვლება შეხედულება. სპონტანური ადამიანი ვარ",
- ამბობს ნანა ჩარკვიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner