logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩემი შეცდომა იყო, რომ ყოფილი ოპონენტები გენგეგმის განხილვაზე დავპატიჟე!
- +

29 მარტი. 2018. 21:38


 

„ჩემი მისვლა აუცილებელი არ იყო გენგეგმის დღევანდელ განხილვაზე. მე არც ურბანისტი ვარ და არც არქიტექტორი. ჩვენ შეხვედრა, რომელიც გავაკეთეთ, როცა მერიის ინიციატივით მოხდა შეხვედრის გაკეთება, იქაც არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას. იქ მოწვეული გვყავდა ურბანისტები, არქიტექტორები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, სხვადასხვა არასამთავრობოები, გამოცდილი და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი გაუკეთებიათ ჩვენი ქალაქისთვის. მინდოდა, რომ პროფესიულ ჭრილში წასულიყო მსჯელობა. წარმოგვედგინა ჩვენი მსჯელობა. შეიძლება მერიაც ცდება რაღაცაში, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს იქ მოპატიჟებულებმა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

 

„ეს ალბათ ჩემი შეცდომაც იყო, მე დავპატიჟე, პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჩემი ყოფილი ოპონენტები მომეწვია. ძალიან ნათლად გამოჩნდა, როგორ გამოიყენეს მათ ჩვენი ჰუმანურობა, გამოჩნდა მათი რეალური სახე, რომ მათ სურთ ყველაფერი ვიწრო პარტიულ ინტერესში გაატარონ და ქალაქის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ როგორც არ უნდა მოიქცნენ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებ, რომ დედაქალაქს ექნება ხარისხიანი გენერალური გენგეგმა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner