logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გრანტების შემოდინების შესახებ ყველა ინფორმაცია სახელმწიფომ საჯარო უნდა გახადოს!
- +

29 მარტი. 2018. 21:40



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არა მგონია, რომ საქართველოში იყოს საქმეში ჩახედული და სოციალურად აქტიური ადამიანი, რომელიც ვერ მიხვდება, რომ ე.წ. შევიწროების თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, ზუსტად ისეა მიმართული გარკვეული დონორების მხრიდან, საკმაოდ მსუყე გრანტის მოპოვებისკენ, როგორც მაგალითად ლგბტ-თემა, ან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია (დარწმუნებული ვარ, რომ ამ უკანასკნელში, ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკების გამსაღებლებიც არიან ჩართულნი).

 

გრანტის მომპოვებლები აწარმოებენ დაჟინებულ და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად განგსტერული მეთოდებით ბრძოლას, რომელშიც ზუსტად ისე გამოიყენება საინფორმაციო იარაღი, როგორც 30-იანი წლების ჩიკაგოში ცეცხლსასროლი, თუ ცივი იარაღი.

 

აუცილებელია, რომ სახელმწიფო დროულად ჩაერიოს ამ ვაკხანალიაში, რომლის საბოლოო მიზანი არა ძალადობის მსხვერპლთა რეალური დახმარება, არამედ მერკანტელური მიზნებია და არაჯანსაღი აზროვნებით შეპყრობილი, სხვადასხვა ხალხის ვნებების დაკმაყოფილებაა.

 

სახელმწიფომ საჯარო უნდა გახადოს გრანტების შემოდინების შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელშიც ნაჩვენები იქნება გრანტის მიმღები ორგანიზაცია, პროექტის თემა და თანხის რაოდენობა. გამჭვირვალე უნდა გახდეს გრანტების განკვარგა და მიღებული თანხის მიმოქცევა (სად და რაში გაიხარჯა მიღებული გრანტი).

 

სამწუხაროდ ეს თემა იმდენადაა დახურული, რომ სახელმწიფოს გარდა, სრული ინფორმაციის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია", - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner