logo_geo
eng_logo
რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალურ საკონსულოს დახურავს!
- +

29 მარტი. 2018. 22:06



რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ საკონსულოს დახურავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.


აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში იმყოფება, სადაც მას შესაბამის გადაწყვეტილებას გააცნობენ.


ასე უპასუხებს მოსკოვი აშშ-დან 60 დიპლომატის გაძევებას და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვას.


ასევე ლავროვმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი თანაზომად პასუხს გასცემს.


შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატები აშშ-მა ბრიტანეთში რუსეთის დაზვერევის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო გააძევა.


ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.


ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.


ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით  შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს საქართველოც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner