„მათი, წინა ხელისუფლების დამსახურებაა, სწორედ მათი მმართველობის პირობებში მოხდა მშენებლობების იმ ნებართვების გაცემა, რა დღეშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით" ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„სპორტის სასახლის უკან არსებული შენობა-ნაგებობები არის გიგი უგულავას ნათელი სახე, რომელიც გამოვიდა „რუსთავი 2"-ის ეთერში, თუ სწორად მახსოვს და ამაყობდა, რომ საუკეთესოა ის განაშენიანება, რომელიც სპორტის სასახლის უკან არისო. ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.