logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია კახა კალაძეს: თქვენი წინა ვარცხნილობა არ მომწონდა, ეს სტილი უკეთესია...
- +

29 მარტი. 2018. 22:23


 

 

„არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მიწევს, ხელფასი, რომელიც თანამდებობებზე ყოფნისას მერიცხება, ამით ვეხმარები ყველაზე მეტად ვისაც უჭირთ. არასდროს მიკადრია, რომ ხვალ და ზეგ ქალაქში გამოსვლა შემრცხვეს", - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. კახა კალაძემ გადაცემის წამყვანს ინგა გრიგოლიას ასეთი კითხვით მიმართა: „თქვენ მოგწონთ ჩემი თმები?" - აღნიშნულ კითხვას გრიგოლიამ ასე უპასუხა:


„იცით რა მომწონს, მე არ მომწონდა წინა ვარცხნილობა, ეს სტილი მომწონს, ბევრად უკეთესია. ხუმრობის ხასიათზე შეიძლება დაგაყენათ, მაგრამ იმ „სელფმა" დაგღუპათ, მილანში თქვენს სტილისტთან რომ იჯექით და თმას იჭრიდით. სხვა დროს გაუფრთხილდით ხოლმე „სელფებს", რა იცით სად და როდის ამოგიღებენ", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.


აქვე გრიგოლიამ მიმართა კითხვით „ბრაზდება თუ არა როცა, ასეთ ბრალდებებს ისმენს?" - რაზეც კალაძე პასუხობს, რომ „ხალისობს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner