logo_geo
eng_logo
სკრიპალის ქალიშვილი ალაპარაკდა!
- +

30 მარტი. 2018. 00:05



BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ქალიშვილი იულია სკრიპალი არა მხოლოდ გონზე მოვიდა, ალაპარაკდა კიდეც. სკრიპალი კვლავ ექიმების სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია.


რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის  ურთიერთობა გაწყვიტა.


66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.


სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი თავდაპირველად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, შემდეგ შეიწყალეს, გაათავისუფლეს, ბოლოს კი სკრიპალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner