logo_geo
eng_logo
„კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ყველა ავარიული გასასვლელი დაკეტილი იყო!“ - მეხანძრის სკანდალური განცხადება!
- +

30 მარტი. 2018. 00:26



კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის „ზამთრის კოშკის" ადმინისტრაცია და დაცვის სამსახური მეხანძრეების მისვლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.


BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ერთ-ერთმა მეხანძრემ ილაპარაკა.


„ყველა ავარიულო გასასვლელი ჩაკეტილი იყო" - ამბობს ანდრეი ბურსინი.


მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა და დაცვა ვალდებულები იყვნენ მაშველებს დახვედროდნენ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

 

„ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ევაკუაცია. თუმცა არც ადმინისტრაცია და არც დაცვის წევრები მეხანძრეების მისვლის დროს იქ არ იყვნენ. ჩვენ არავინ შეგხვდა და არავის შეეძლო ეთქვა, არიან თუ არა შენობაში ადამიანები და რამდენი" , - განაცხადა ბურსინმა.


კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს ბოლო მონაცემებით 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია.


კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძის გაჩენის საქმეზე დაკავებულ მოიჯარეს ნადეჟდა სუდენოკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სუდენოკს ბრალად საფრთხის შემცველი მომსახურების გაწევა ედება.


ტრაგედიის გამო, რუს ხალხს საქართველოს მთავრობის პირველმა პირებმა და პატრიარქმა მიუსამძიმრეს.


ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრებიდან კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი მასშტაბურია. 2003 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში ხანძრისას 44 სტუდენტი დაიღუპა, დაშავდა 156. 2007 წელს კრასნოდარში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელს ღამის კლუბ პერმაში ხანძარმა 153 ადამიანი შეიწირა. 2015 წელს ხანძარი გაჩნდა კაზანში მდებარე სავაჭრო ცენტრშიც, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner