logo_geo
eng_logo
მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა ტყუილია!
- +

30 მარტი. 2018. 00:41



FACEBOOK-ზე სხვადასხვა გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში ივანე მაჩაბლის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ირანის ქუჩის სახელი ეწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.


როგორც „ნეტგაზეთს" თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ფოტო, რომელიც თითქოს ზემოხსენებულის დამადასტურბელ ფაქტსა და ახალ აბრას ასახავს დამონტაჟებულია.


ნიბლოშვილმა „ნეტგაზეთს" ასევე განუცხადა, რომ ტყუილია დღეს იმავე გვერდების მიერ გავრცელებული მეორე ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ თბილისში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა არ არსებობს. მისი თქმით, ანწუხელიძის სახელობის ქუჩა ისანში მდებარეობს.


აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავადაც მარტივად შეგიძლიათ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე - http://tas.ge


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner