logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: პოლიტიკოსებს გვმართებს მოთმინება, მაგრამ არა უსაზღვრო!
- +

30 მარტი. 2018. 03:36


 

„ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის მარადიული ღირებულებები, როგორიცაა ქალის პატივისცემა, ვიდრე გარკვეული ფსევდოლიბერალურ-ენჯეოშნიკური ღირებულებები, რომელიც დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ისწავლება", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხად. შაქარიშვილის განმარტებით, „პოლიტიკოსებს გვმართებს მოთმინება, მაგრამ არა უსაზღვრო". მან გუშინ მომხდარ ინციდენტს „სამწუხარო შემთხვევა" უწოდა.


„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, განმარტებას თქვენი ეთერითაც გავაკეთებ. ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის მარადიული ღირებულებები, როგორიცაა ქალის პატივისცემა, ვიდრე გარკვეული ფსევდოლიბერალურ-ენჯეოშნიკური ღირებულებები, რომელიც დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ისწავლება.

 

ჩემთვის გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მდგრადია და მუდმივია ის ღირებულება რაზეც მოგახსენეთ. როგორც ქალს დავუდასტურე პატივისცემა და ეს იყო ამის გამოხატულება, რომ ქალბატონ ელენე ხოშტარიას ბოდიში მოვუხადე. სახალხო დამცველის მოსაზრებაში რაზეც არის საუბარი, ეს გამოგონილი, დაზეპირებული, ფსევდო „ღირებულებები" არაფერია ჩემთვის იმასთან შედარებით, როგორიცაა ღირებულება - მორალი და ზნეობა, რომელიც გულისხმობს ქალთა პატივისცემას. პოლიტიკა იქნება თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველთვის ეს არის.

 

პოლიტიკოსებს გვმართებს მოთმინება, მაგრამ არა უსაზღვრო. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან ბუნებრივი და ადამიანური რეაქცია. დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება - ჩემი ამომრჩეველი იქნება, მხარდამჭერი თუ მაყურებელი სწორად გაიგებს. მე დავაფიქსირე ეს პოზიცია, რომ ყოველთვის ვიქნები შეურიგებელი და შევეცდები დავრჩე ადეკვატური ისეთი გამოხტომების მიმართ, როგორიც ადეიშვილის ხელის ბიჭს, ხელმოცარულ, პირველ ფალსიფიკატორს და გამყალბებელს გიორგი ვაშაძეს შეიძლება რამე ეთქმოდეს ამ ქალაქში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს განიხილავდნენ", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner