ამ კვირაში სტუდია „დისნეიმ" განაცხადა, რომ წელს „მალეფისენტას" მეორე ნაწილის გადაღებების დაწყებას გეგმავს და სურათში მთავარ როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.
დასავლური მასმედიის საშუალებები იტყობინებიან, რომ ენჯი ამ შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა. „მალეფისენტას" მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერას რაც შეეხება, ის, სავარაუდოდ, 2017 წლის 9 მაისს გაიმართება.
ასევე, სტუდიის მესვეურების განცხადებით, ისინი წელს კიდევ 4 სურათის გადაღებას გეგმავენ, მაგრამ რომელ სურათებზეა საუბარი, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, ფაქტია, რომ მომავალი წელი გრანდიოზული პრემიერებით იქნება დატვირთული.
წყარო: „galanews.ge”