„პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი ხალხის გენოციდს არ აპატიებს!" - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ განუცხადა. მოროშკინას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის გარშემო ორგანოებით ვაჭრობის საკითხი რამდენჯერმე ამოტივტივდა და გაჩნდა რეალური კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.
„მუდმივად ვამბობდი, რომ ეს შეკითხვები არსებობდა ჩვენს ციხეებშიც. მამაკაცთა ციხეებში მუდმივად მიყვებოდნენ მსგავსი ფაქტების შესახებ. ასევე იყო ქალთა კოლონიებშიც, სადაც ჯანმრთელ ქალებს საშვილოსნოებს აჭრიდნენ. ეს შეკითხვები არსებობს. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ, ამ შეკიხვებს უნდა უპასუხოს ცოლ-ქმარმა!
როგორც ჩანს, უკრაინაში ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას. ერთი რამ ვიცი, როგორი ძველი მეგობარიც არ უნდა ყოფილიყო პოროშენკო სააკაშვილის, ის არ აპატიებს საკუთარი მოსახლეობის გენოციდს", - განაცხადა მოროშკინამ.