საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაია ცქიტიშვილს - ერუდირებულ, ნიჭიერ, პრინციპულ პიროვნებას.
მაია ღირსეული ადამიანია, ის ძველი ფორმაციის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
ქალბატონი ცქიტიშვილისთვის უცხო არაა გამოწვევებთან გამკლავება, წარმატებებს ვუსურვებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე..." - წერს ჩრდილელი.