პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაციონალების" ყველაზე წარმატებული პროექტი, იუსტიციის სახლი, ვაშაძის გარეშე უნდა ჩამონგრეულიყო დღევანდელი ხელისუფლების ე.წ. უნიათობის გამო!
არ ჩამოინგრა!!! უფრო გაკეთილშობილდა!!!
სწორედ ამიტომ აუგორეს და სჯიან უგრეხელიძეს!
თან არჩევნები მოდის და ძალიან სჭირდებათ ამ სისტემაზე გავლენის დაბრუნება!!!
ესაა და ეს!!!" - წერს ხოფერია.