თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ირანის ქუჩასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისში ირანის ქუჩა არ არსებობს!
მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ, ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ.
ისნის რაიონში წლებია გვაქვს გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით!
გთხოვთ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმოთ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში", - წერს ნიბლოშვილი.