logo_geo
eng_logo
ვახტანგ მჭედლიშვილი: მამუკა ახვლედიანის მიმართ დაწყებული დისციპლინარული დევნის შესახებ, მედიის საშუალებით გავიგე
- +

22 თებერვალი. 2016. 22:27



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით მამუკა ახვლედიანის მიმართ დაწყებული დისციპლინური დევნა ერთპიროვნულად იყო მიღებული.



„მამუკა ახვლედიანის მიმართ დაწყებული დისციპლინარული დევნის შესახებ, მედიის საშუალებით გავიგე. იუსტიციის საბჭოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად მიიღეს. საკითხის საბჭოში შემოტანას ველოდებით, რომ მის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ. მე მამუკა ახვლედიანის ადვოკატირებას არ ვახდენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პროცედურები დაცული უნდა იქნას.

 

მამუკა ახვლედიანის მოთხოვნა, რომ მისთვის ახსნა-განმარტების წარმოსადგენად გონივრული ვადა მიეცათ, არ დაკმაყოფილდა. სამართლიანობის ელემენტარული პრინციპიდან გამომდინარე, ვისაც ბრალს ვდებთ, ან ვის მიმართაც პრეტენზიები გაგვაჩნია, მის არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ. იუსტიციის საბჭოს ასეთი საპასუხიმსგებლო საკითხებისადმი უფრო მეტი სიფრთხილე და დაფიქრება მართებს." - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა გადაცემაში 2030.


თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი ებანოიძე დაინიშნა.


ეს გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა.



გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც და ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ეკა არეშიძე დაინიშნა.



თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner