logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ბორდში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება
- +

30 მარტი. 2018. 13:24



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ია მამალაძის წარდგენაზე წერს.

 

„ქართულ მედიასივრცეში იას ძალიან ბევრი იცნობს და არა მხოლოდ როგორც „გურია ნიუსის" დამფუძნებელს, არამედ, როგორც ჟურნალისტს, რომელმაც სახელი გაუთქვა რეგიონალური მედიის ასოციაციას. ია მამალაძის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოში დღეს რეგიონალური მედია სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო დიდ, ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს. იას პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს და ამისთვის იმ გასულ წლებშიც მითქვამს მისთვის მადლობა და ეს მას კარგად ახსოვს. ჩემი კოლეგებიც და მეგობრებიც ასევე კარგად იცნობენ იას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ჟურნალისტურ წრეებში. ამიტომაც, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან პროდუქტიული იქნებოდა მისი ხილვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოში. ღიად ვაცხადებ, რომ მე მას კვლავაც დავუჭერდი მხარს. წარმატებები ია მამალაძეს!" - წერს კვაჭანტირაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner