logo_geo
eng_logo
შსს-მ ახალციხეში მშობიარობიდან ორ დღეში გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- +

30 მარტი. 2018. 14:20



შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის პოლიციამ ახალციხეში შპს კლინიკა „იმედში" მშობიარობიდან ორ დღეში გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


ფაქტის შესწავლას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც იწყებს. როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, უწყების თანამშრომლები ახალციხეში 2 აპრილს ჩავლენ.


უწყებაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner