logo_geo
eng_logo
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი დააკავეს
- +

30 მარტი. 2018. 14:31

 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კემეროვოში სავაჭრო ცენტრი „Зимняя вишня" თვითნებურად ააშენეს, სამშენებლო ნებართვის გარეშე.


მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა დააკავეს კემეროვოს ოლქის სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი ტანზილია კომკოვა, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.


გამოძიების ვერსიის მიხედვით, მან არ მიიღო შესაბამისი ზომები თვითნებურად და ნებართვის გარეშე აშენებული სავაჭრო-გასართობი ცენტრის ექსპლუატაციის შესაწყვეტად, რამაც გამოიწვია სტუმრების დაღუპვა.


სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня" ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.


ჯერჯერობით მხოლოდ 27 ადამიანის ცხედარია ამოცნობილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner