logo_geo
eng_logo
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანას კრძალავს
- +

30 მარტი. 2018. 14:33



2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გამო" მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს. შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული.


რუსეთის ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის იულია მელანოს განცხადებით, აზიური ფაროსანა სახლებს აფარებს თავს და ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს.

 

„აფხაზეთში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა უბრალოდ დატოვეს ასეთი სახლები", - განაცხადა იულია მელანომ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner