logo_geo
eng_logo
გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალი დაუმძიმდება
- +

30 მარტი. 2018. 18:07



მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას") ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინება. ამის შესახებ შს სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმეზე ორგანიზატორის დაკავების შესახებ განაცხადეს.

 

„ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად, წარედგინება ბრალდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner