უკვე გამოქვეყნდა სრული სია, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ბათუმს არაერთი უცხოელი ვარსკვლავი ესტუმრება ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში. 15 ივლისს ფესტივალს გახსნის ლეგენდარული მუსიკოსის, ქუინსი ჯონსის საღამო, რომელსაც, არც მეტი - არც ნაკლები, ცნობილი მსახიობი კრის ტაკერი გაუძღვება. 16 ივლისს თქვენს წინაშე მაილს დევისის ელექტრიკ ბენდი წარდგება, 17 ივლისი, ლორენ ჰილის დღეა საკუთარ ბენდთან და თქვენთვის კარგად ნაცნობ მელოდიებთან ერთად, 21 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში ცნობილ ჯგუფ „პროდიჯის" მოისმენთ. 22 ივლისს თქვენს ყურთასმენას პიანისტი ჯეიმი კალუმი დაატკბობს, 23 ივლისს კი საკუთარი შოუთი ბათუმს კრის ბრაუნი ესტუმრება... ცნობილია ბრაუნის საუკეთესო საცეკვაო მონაცემები, მისი შოუ გულგრილს ნამდვილად არ დაგვტოვებს. 24 ივლისს პროგრამას მეისი გრეი დაასრულებს, რომელიც აქამდეც ყოფილა ბათუმის ჯაზ-ფესტივალის სტუმარი.
წყარო: „galanews.ge”