logo_geo
eng_logo
ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა
- +

30 მარტი. 2018. 21:05



ჩეხეთმა სოციალურ ქსელებზე ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ევგენი ნიკულინი აშშ-ს გადასცა.


ჩეხური მედიის ინფორმაციით, ნიკულინი პრაღიდან აშშ-ში თვითმფრინავით უკვე გაამგზავრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი, რომლის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა 30 წლის ნიკულინის ექსტრადირება იყო.


ნიკულინი პრაღაში 2016 წლის 5 ოქტომბერს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაწილეობით, ინტერპოლის მიერ გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს. აშშ ნიკულინს LinkedIn, Dropbox-ის და სხვა ინტერნეტ-კომპანიებზე კიბერთავდასხმაში და 117 მილიონი მომხმარებლის მონაცემების მოპარვაში ადანაშაულებს.


ნიკულინის ექსტრადირებას რუსეთიც ითხოვს, რომელიც მას 2009 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს. ჰაკერის აშშ-სთვის გადაცემის გადაწყვეტილება ჩეხეთის სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ცდილობდა, დაერწმუნებინა მინისტრი, რომ ნიკულინი რუსეთისთვის გადაეცა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner