ამერიკელ მსახიობს არნოლდ შვარცენეგერს გულზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ზე მსახიობთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, 70 წლის შვარცენეგერი სამედიცინო ცენტრს Cedars-Sinai-ში, კათეტერში დაყენებული სარქველის შესაცვლელად მივიდა, რა დროსაც ექიმებმა გადაწყვიტეს რომ მას გულზე სასწრაფოდ სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა.
ამჟამად მსახიობის მდგომარეობა სტაბილურია.