ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
„სააკაშვილის და ნაცჯალათების რუსული გეგმა იყო 2008 წელს საქართველოს ომში ჩათრევა, რისთვისაც კოდორს ზემო აფხაზეთი ეწოდა და იარაღის გასროლის გარეშე ჩაბარდა რუსეთს, ხოლო ახალგორის ჩაბარება გულისხმობდა მტრისთვის „აბრეშუმის გზის" მთავარი არტერიის გადაცემას, რაც თავის დროზე სრულად ვერ მოხერხდა და დაიგეგმა მეორე ოპერაცია. არდასჯილი და აწ პარლამენტარებად ქცეული კრემლის დაკვეთის პირდაპირი შემსრულებლები, ვითომ ორად გაყოფილი ნაცჯალათები ამ გეგმის მეორე ნაწილს ასრულებენ. შეხედეთ ციფრებს: 07.08.2008 07.08.2018 - ეს ომის დაწყების ახალი თარიღია და რუსები საბოლოოდ გავლენ აბრეშუმის გზაზე! (Военно-Грузинская дорога) ზუსტად ჩვენი გმირის, ტატუნაშვილის სიკვდილი და დიპლომატიური სკანდალი - არის აპრობირებული გზა, ომის პროვოცირებისთვის.
ეს განჭვრიტეს ავსტრიამ, ისრაელმა და ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა და თავი აარიდეს რუსეთთან დაპირისპირებას. მეტიც, პუტინი ვიზიტით ერდოღანთან ჩადის. იქ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება თურქეთის დემარში ნატოსთან მიმართებაში. ყარსის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა გასდის და კავკასიური ცარცის წრის პრიორიტეტები. თურქეთი (ნატოს ჯარი) უარს იტყვის საქართველოს დაცვაზე, რაც ერდოღანმა არაერთხელ გააჟღერა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, „ნაციონალების" ორფრთიანი დანაშაულებრივი ჯგუფის წნეხის ქვეშ წამოვეგეთ მორიგ პტოვოკაციას!
რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ? გრანტმშთანთქავი ენჯეოების მიერ მოსახლეობისთვის საპოლემიკო და ტვინგამოსარეცხი თემების აწევა, მაგალითად: 1. ეკლესიის სკანდალი; 2. ტრასგენდერების სიკვდილიანობა; 3.კანონი ე.წ. მიშტერებაზე; 4. სკოლებში ხარისხიანი განათლების არარსებობა; 5. სტუდენტებში ნიჰილიზმის დათესვა; 6."შევიწროების" თემის აღზევება; 7. ერთსქესიანთა ქორწინებების „შემოგდება და რათქმაუნდა, ნარკოტიკების ლიბერალიზაციის თემა. ა, ბატონო, ტვინების გამორეცხვა და თემის გადატანა ქვეყნის მთავარი პრობლემიდან, რასაც წინასაომარი სიტუაცია ქვია!!! 07.08.2018 - კარგად დაიმახსოვრეთ რუსეთის გენერალიტეტის და სააკაშვილის ორივე ფრთის ერთობლივი სპეცოპერაციის ეს თარიღი!!!
მივმართავ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ მინისტრს! დაიწყეთ ჯალათების დასჯა და ყურად იღეთ გაეროს და იან კელის მოწოდება ცხინვალთან, სოხუმთან და რათქმაუნდა, მოსკოვთან პირდაპირ დიალოგზე! ისაუბრეთ იარაღის არგამოყენებაზე ოსების და აფხაზების წინააღმდეგ, გამოდით სამშვიდობო ინიციატივით, და მაშინ ჩვენ ავიცილებთ მორიგ გენოწმენდას და სისხლისღვრას. იცოდეთ! ომის წამხალისებლები კვლავაც წითელ ხიდთან მიასწრებენ, ოჯახები კი ჩემი ინფორმაციით, უკვე ევროპაში ჰყავთ გაშვებული, ხოლო თქვენ იმ შორეული ევროპიდან, სამშვიდობოს გასულები სამშობლოს კიდევ მინიმუმ 20-%ის დაკარგვას დაგაბრალებენ, წინა ომზე თავს "გაიპრავებენ" და სასწრაფოდ დანიშნულ ახალ არჩევნებზე, სისხლიდან დაცლილ საქართველოს უმრავლესობად მოევლინებიან... აი, მერე კი უკვე ის ეპისტოლე ამუშავდება, სადაც მეც და თქვენც დასახვრეტთა სიაში ვართ.
მე რა? იმ იმ სიმღერის არ იყოს... „მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, დღემდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს..." ასეთია გენგეგმა. სამწუხაროდ, ჯერ არასოდეს „გამიმაზია" პროგნოზი. და კიდევ, ხალხია ცოდო... 10 მილიონ ტურისტს რომ ელოდება და ყველაფერი იპოთეკაში ჩადეს, რომ პატარა სასტუმროები და კაფეები გაეხსნათ... ან ხმლით, ან ხმალზე! დასაჯეთ მტრები და გაანთავისუფლეთ საქართველო, თუ არადა თქვენც მიხეილ წარუმატებელის არ იყოს, ქვეყნის ომში ჩამთრევის სახელით შეხვალთ ისტორიაში. არადა, ისტორიული შანსი გაქვთ, აღადგინოთ აფხაზთა, რანთა, კახთა ერთობა, აღდგომა და ხვალეო", - წერს მოროშკინა.