ბაქოს გარეუბანში ვულკანი ამოიფრქვა. ტალახის ვულკანის აირანტოკანი ამოფრქვევა 7 წუთი გრძელდებოდა და თან ცეცხლის ალიც ახლდა. ცეცხლის სვეტმა ვულკანის კრატერიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლემდე მიაღწია.
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსს ინფორმაციით, ტალახის ვულკანის გარშემო დასახლებული პუნქტები არ არის.
ტალახის ვულკანი აირანტოკანი ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის ტალახის ვულკანების დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი ამოფრქვევა პირველად 1964 წელს დაფიქსირდა, უკანასკნელად კი 2008 წელს.