logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა დაუყონებლივ (!!!) უნდა დაიწყონ კანონით გათვალისწინებული მოქმედება!
- +

30 მარტი. 2018. 22:47

დასახვრეტთა სიაოოოოოოოოოოო!!!!

მდაააა!!!!!


ამ თემას მომავალში დავუბრუნდები. მანამდე ვიტყვი ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანს:


შევახსენებ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც:


1. ასეთი სიის გავრცელების (ჭორად თუ მართლად) შედეგების მწარე გამოცდდილება აქვს ჩვენს ქვეყანას... მაშინდელმა, ანუ, 1989-1990-იანი წლების სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებულმა ე.წ. "დასახვრეტთა სიამ" გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის დაქცევაში, რომელსაც ყველა უბედურებასთან ერთად შედეგად მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება, თბილისის დანგრევა და სამოქალაქო ომი - ომთა შორის ყველაზე საშინელი, დაუნდობელი, სისხლისმღვრელი დაპირისპირება...


დაგავიწყდათ? თუ იმასაც ვერ ხედავთ, ერის გახლეჩვის რა სავალალო შედეგებს ვიმკით დღესაც....


ამიტომ, ამ სიის შემდგენელ და მის პოლიტიკურად წარმმართველ თუ მხარდამჭერ ცალტვინა ბრიყვების ჯგუფს მივმართავ: თქვენ აზრზე თუ ხართ რას აკეთებთ, პროვოკატორებო, თქვე მართლა... ნ ა ბ ი ჭ ვ რ ე ბ ო?!

(უკაცრავად, სამეგობროსთან, მკითხველთან, არასოდეს მიმიცია უფლება საკუთარი თავისთვის საჯაროდ გამომეყენებინა ამ მოვლენის შეფასებისათვის ზედგამოჭრილი ეს "სიტყვა").


2. საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა დაუყონებლივ (!!!!!!!!!!!!) უნდა დაიწყოს კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რამეთუ ეს სია და მისი შემქმნელ-მხარდამჭერები ქმნიან პირობებს, რათა ქვეყანაში დაიწყოს "კუდიანებზე ნადირობა", აშკარა სამოქალაქო დაპირისპირება და აღმშენებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნის სავარაუდო დაქცევის „მორიგი“ ტური.


დაე, ეს პუბლიკაცია შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღონ როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის ოფიციალურ მოთხოვნად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაწყებაზე.


პროკურატურის „ვარსკვლავთბიჭუნების“ გასაგონად ვამბობ: ჩემისთანებს რომ „დასდევთ“ და რომელიღაც ე.წ უფლებადამცველის, რეალობაში კი გახრწნილი დედაკაცის თუ სხვა მსგავსი ავადმყოფების ნათქვამის გამოკიდებით, რაღაც „ფარულ“ კადრებს ეძებთ და გაწბილებულები საბოდიშოდ იხდით საქმეს, მიხედეთ იმ ნაცზონდერებს, რომლებიც დღისით, მზისით, ქვეყნის გასაგონად მოუწოდებენ თავიანთ თანამოაზრე ე.წ. „პარტიზანებს“, მიხედეთო ამ ხალხს, რომ „ტყვიამ არ იცისო“ ხანდაზმულობის ვადა“.


ეს რა, ტერორიზმისკენ მოწოდება არ არის? კარგად ჩაიხედეთ სიაში, ვისი ფიზიკურ განადგურებისკენ მოუწოდებენ ეს სულით და ხორცით სიმახინჯის განსახიერებები, ნამდვილად მამალი პროვოკატორები.


და კიდევ ერთი, პაწია მინიშნება: არ გეჩვენებათ საეჭვოდ და დამაფიქრებლად, რომ ამ სიაში, გამადიდებელი „ლუპითაც“ ვერ იპოვით ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა გვარებს? საინტერესოდ არ გეჩვენებად ეს „მრავლისმეტყველი“ ფაქტი?


ამ შეკითხვას არა მარტო პროკურატურის „ვარსკვლავთ ბიჭუნების“ , არამედ უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავკაცთა გასაგონად ვსვამ: გეყურებათ, ბატონებო?!?!?!


* * *


ახლა პირადული. ცოტა მსუბუქიც„


ამ ოცი წლის წინ, გაზეთმა "მერიდიანმა" გამოაქვეყნა "რუსეთის აგენტების სია", რომლის სათავეშიც ცხონებული ვახტანგ გოგუაძე, მაშინდელი ექს-სპიკერი "ჩასვეს", შემდეგი ასევე ცხონებული ექს-ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი და ა.შ.


თქვენი მონა-მორჩილისთვის, რომელსაც არამცთუ მაგ დროს, არამედ 1989 წლის შემდეგ (სხვათაშორის, დღემდეც) საქართველოში არცერთი სახელმწიფო თუ პოლიტიკური, ჩვეულებრივ საჯარო სამსახურშიც კი არავითარი თანამდებობა არ ქონია, პასკვილის ავტორებმა ამ „აგენტურის“ სიაში მეშვიდე ადგილი "გაიმეტეს".


აღვშფოთდი. ნაცნობ-ახლობლებში სასწრაფოდ მოვიკითხე რედაქტორი და... მათივე დახმარებით, სულ ცოტა ხანში, ერთი კოხტა, გამოწკეპილი ბიჭუნაც მომიყვანეს. გამეცნო:


- ძია ნუგზარ, მე მიშა ვარ ჩერქეზია, ამ გაზეთის რედაქტორი, ვწუხვარ, რომ თბილისში არ ვიყავი და ამ "უხერხულმა" მასალამ დღის სინათლე იხილაო. რა თქმა უნდა არ გთვლით რუსეთის აგენტად, მით უმეტეს თქვენ დიდ ოჯახს ბავშვობიდან კარგად ვიცნობო... და დაამატა: მე გვიდონ ჩერქეზიას შვილი ვარო.


ელდა მეცა. გვიდონი ჩემი უფროსი ძმის ძმადნაფიცი გახლდათ, ერთად ჯარგამოვლილ და ნათელ-მირონით დაკავშირებულნი. და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი ახლობელიც. სამწუხაროდ, უდროოდ გარდაცვლილის ოჯახზე საკმაო ამაგიც მქონდა გაწეული. საქართველოში კარგახნით არ ნამყოფს, ეს ჭაბუკი ნანახი არ მყავდა და ვერც კი ვიცანი.


განვიარაღდი. არადა საჩხუბრად ვიყავი გამზადებული, თანაც ავტორიტრტულ "მოწმეთა" თანდასწრებით: გოგი ხარაბაძე, დავით სალარიძე, იური როსტი და სხვები.


როგორც იქნა, მოვახერხე ნერვების დაოკება და მკაცრად ვუსაყვედურე: შენ რა გგონია რუსეთის აგენტად რომ გამომაცხადეთ, მაგის გამო მინდოდა შენთან შეხვედრა და "ჩხუბი"-თქო? არა, მე უფრო საშინელ შეცდომაზე უნდა მოგთხოვო პასუხი: ეს რა ჩაიდინეთ, როგორ მოახერხეთ ჩემი ასეთი დაკნინება... სულ სამი-ოთხი წლის წინ, რუსული აგენტურის პირველ სამეულში უცვლელად ვიყავი ედუარდ შევარდნაძესა და გურამ მგელაძესთან ერთად, ზოგჯერ მაგათაც არ "ვუთმობდი" პირველობას და ახლა როგორ და რატომ გადამაგდეთ-მეთქი... პირველიდან მ ე შ ვ ი დ ე ადგილზე?!


რედაქტორი დაიბნა, უაზროდ შემომცქერის... ჩემი სტუმრები კი, ისტერიკაში ჩავარდნენ.


დღეს, როცა "ახალი" სია წავიკითხე, ნაცმოძრაობა და მისი ტინგიცა, ურცხვი, შეგნებით "ლილიპუტა" რომ ჩემულობს მის ავტორობას, თანაც უტიფრად არც მალავს ჩანაფიქრს და გვემუქრება კიდეც, უფრო უარეს დღეში ვარ ჩავარდნილი, საშინლად გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი. მეტისმეტად მტკივნეული დარტყმა მომაყენეს: ე.წ. ახალ "დასახვრეტთა სიაში", უახლოეს წარსულში ეს ცნობილი ერთერთი უპირველესი აგენტი (ანუ, მე), 89-ე ადგილზე „გადამაგდეს“

...


ამას, ნამდვილად ვერ "გადავყლაპავ"!... მიუხედავად იმისა, რომ „ბლატნოი“ - 89-ე ნომერი „მომაკერეს“, და მანდამაინც ცუდ "კომპანიაში" არ მომახვედრეს: კათალიკოს-პატრიარქი და მისი მოსაყდრე, რობიკო სტურუა, ბიძინა ივანიშვილი, კახი კავსაძე, ნინო ბურჯანაძე, ელდარ შენგელაია, ელიზბარ ჯაველიძე, ასლან აბაშიძე, გიორგი კვირიკაშვილი, გოგი ქავთარაძე, ნანა დევდარიანი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თამარ გვერწითელი, გრიგოლ ონიანი, დათო ოქიტაშვილი... მთელი ქართული პარლამენტის "ნაღები" ...


ერთი სიტყვით, ოკუპანტების და სეპარატისტების, აგრეთვე, რამდენიმე, ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ "მოღვაწე", რუსულ თემასთან მეტისმეტად კონიუნქტურულად დაკავშირებული და ჩემთვის ყოვლად მიუღებლი, ბინძური ტიპი რომ არა, ყურადღებას არამცთუ მივაქცევდი მეგობარ-ახლობელთა "საინფორმაციო" ზარებს, არამედ, ვიამაყებდი კიდეც ამ „კომპანიაში“ ყოფნას, მაგრამ...


ჰოდა, ამ უტვინო პროვოკაციის ავტორებისგან კატეგორიულად მოვითხოვ: ან "დამაწინაურეთ" ისევ და, ბოლოს და ბოლოს, პირველ ხუთეულში მაინც მომახვედრეთ, ან, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელ ტიპაჟი სიიდან „გააქრეთ“, თორემ...


აქამდე რომ "რაღაც" ნაბიჯებზე თავს ვიკავებდი, აწი მკითხეთ ნაც-ნაბიჭვრების "აგენტობა" და"კაიკაცობა. ამ კატეგორიას არ მივაკუთვნებ იმ ადამიანებს, ვისთანაც წლების მანძილზე ნირმალური ადამიანური ურთიერთობა მქონდა, რომლებიც ცდილობდნენ თავი აერდებიათ „მამალი“ არაკორექტულობისთვის, თუმც, გული კი მწყდება იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც „ენის მუცელში ჩაგდების“ სტილს ამჯობინებენ ეს მშიშარა და მედროვე საცოდავები.


დასასრულს კი, ჩემი სალამი დოქსოპულო ოთოია კახიძეს, გასილაქებულ გიორგი კანდალაკს და არაერთ შუბლზეძარღვგაწყვეტილ უტიფარს (სქესის, ასაკის, მდგომარეობის გაუთვალისწინებლად)... აუუუ, რამდენი გვარია ჩამოსათვლელი.


შენ დაუკა!

 


http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=67496






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner