„ნამდვილად არის ისეთი პრემიერი, რომელიც ქვეყანას სჭირდება, თავისი განათლებით, პიროვნული თვისებებით, კეთილსინდისიერებით, წესიერი ადამიანია, არ არის ამბიციური და კომუნიკაბელურია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.
„ასე რომ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დადებითი ადამიანია დღევანდელი პრემიერი, ვისაც მე ოდესმე შევხვედრილვარ ცხოვრებაში" - განაცხადა გუგული მაღრაძემ.