„წელს საქართველო დიდი რაოდენობით ტურისტებს ელოდება და სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია მათ წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები: მანქანების გაფუჭება, გინება, ქუჩაში ხელით შეხება", - ამის შესახებ „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროვოკაციებს წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს. როგორც მოროშკინამ აღნიშნა, მან ინფორმაცია უკვე მიაწოდა პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს და
„ერთ საბოტაჟზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წელს საქართველო დიდი რაოდენობით ტურისტებს ელოდება და სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია მათ წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები: მანქანების გაფუჭება, გინება, ქუჩაში ხელით შეხება. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდე პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც და ორივე დამპირდა, რომ სწრაფ რეაგირებას მოახდენენ. სეზონი თუ ჩაგვივარდა, საქართველო წინასაარჩევნოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენს თანამოქალაქეებს საბანკო სესხები აქვთ აღებული და წინასაარჩევნოდ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი ძალიან ცუდად დააწვება სახელმწიფოს. ამიტომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტურისტული სეზონის უზადოდ ჩატარება. ნებისმიერი ტურისტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა მოროშკინამ.