logo_geo
eng_logo
ჩილეში აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია
- +

31 მარტი. 2018. 00:58



ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მემარცხენეების მიერ გამართული აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.


აქცია პინოჩეტის დიქტატურის დროს დაღუპული ახალგაზრდა სოციალისტების ხსოვნას ეძღვნება.


დემონსტრანტებმა ქუჩაში ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.


„ახალგაზრდა მებრძოლების ხსენების დღე" ჩილეში ყოველ წელს 30 მარტს აღინიშნება, რომელიც რაფაელ და ედუარდო ვერგარა ტოლედოს მკვლელობის დღეს უკავშირდება. ახალგაზრდა მემარცხენე ძმები აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის დროს ქუჩაში პოლიციელებმა მოკლეს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner