logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება დემარშია, იმის პასუხად, რაც მსოფლიოში ხდება
- +

31 მარტი. 2018. 02:42


 

„ვითარება დღემდე ისე მოვიტანეთ, რომ სტაბილურობა და განვითარება უზრუნველყოფილი იქნა. იმაზე, რაც კეთდება, პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს და მისი მხარდამჭერი უმრავლესობის გუნდი რასაკვირველია, იგივე პოზიციაზეა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გამოცხადებული ზომა, რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება დემარშია, იმის პასუხად, რაც მსოფლიოში ხდება.


„ეს არის რეალური მდგომარეობა, როდესაც დემარში აუცილებელია, არა მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ბრიტანეთმა იგივე გააკეთა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, კონფლიქტი და დაძაბულობა მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესების სეგმენტია", - განაცხადა ვოლსკიმ.


მისი თქმით, ყველა განცხადება და მოქმედება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს, მთავარ მიზანზე, სტაბილურობისა და განვითარების ტემპის შენარჩუნებაზეა გათვლილი.


„ჩვენი ოპონენტები გვიბიძგებენ, იქნებ, კათოლიკობაში რომის პაპს გადავაჭარბოთ; იქნებ, რუსეთთან უფრო მეტ კონფლიქტში შევიდეთ და ამ ქვეყანას დამატებითი მიზეზი მივცეთ, რათა ის ძალიან მყიფე კავშირებიც გავწყვიტოთ, რომლებიც ჟენევაში, ან აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში გაგვაჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner