logo_geo
eng_logo
დღეს ლაზარეს შაბათი აღინიშნება
- +

31 მარტი. 2018. 13:56



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ ოთხი დღის მკვდარი მისი მეგობარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.


„ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად „ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.


ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან" („ქება და დიდება ქართული ენისა").


ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.


საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner