აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი განმარტავს, რომ ზეთისცხება არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. მისივე თქმით, ის ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელია. შვიდი ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან.
„კონკრეტულად ზეთისცხებაზე აკრძალვა არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არც მარხულობენ, არც აღმსარებლები არიან, მაგრამ ზიარება უნდათ. ეს დამოკიდებულება არ არის სწორი. ამიტომ ვეუბნებით ჩვენ მათ, რომ აუცილებელია, ეზიარებოდნენ და სახარებას კითხულობდნენ. ამის შემდეგ ექნება ზეთისცხებას მაკურნებელი ძალა", - ამბობს მოძღვარი.