Facebook-მომხმარებელი ქეთევან ხაჟომია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო, პირველად ვწერ მსგავს პოსტს და მივხვდი, პირადი ემოციების მიუხედავად, რა რთული ყოფილა, სხვების გულებამდე ტკივილის მიტანა, თანაგრძნობის გამოწვევა... ჩემს უსაყვარლეს ნიჭიერ ნათლულს საბა ფაჩუაშვილს დაუდგინეს საშინელი დიაგნოზი სარკომა, რომელიც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს... თავზარი გვაქვს დაცემული ახლობლებს, დაავადება სწრაფად პროგრესირებადია, ბავშვი ტკივილებისგან იტანჯება... გთხოვთ ილოცოთ მისთვის და შეეწიოთ ოჯახს, თუ შეგიძლიათ. მოგეხსენებათ, რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული მსგავსი ოპერაციები...
დედის ნინო ბაბაკიშვილის საბანკო ანგარიშია:
საქართველოს ბანკი:
GE43BG0000000299925200", - წერს ხაჟომია.