logo_geo
eng_logo
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

31 მარტი. 2018. 21:07



საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.


მე-8 წუთზე უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.


მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner