logo_geo
eng_logo
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
- +

31 მარტი. 2018. 23:21



ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის" დირექტორის შვილს ირაკლი ქორიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც „ინტერპრესნიუსს" ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განუცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.


„ბრალდებულის სტატუსით ჩვენება არ მიუცია გამოძიებისთვის, ვინაიდან დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ბრალს არ ეთანხმება და დანაშაულს, რომლის ჩადენასაც გამოძიება ედავება, არ აღიარებს", - განაცხადა ჯანიაშვილმა.


რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.


შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანიმობილებს იყენებდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner